ქართველი პარასპორტსმენები, მწვრთნელები და პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები სპორტის მინისტრს შეხვდნენ. საუბრის თემა პარასპორტის განვითარება და სამომავლო გეგმები იყო. მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა, მათ საჭიროებებს გაეცნო და მხარდაჭერა გამოუცხადა. 2024 წელი ქართული პარასპორტისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. პარიზის მე-17-ე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა.