შეხვედრა პანკისში

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს დღეს დუისში შეხვდა.

როგორც ლია გიგაურმა შეხვედრაზე განაცხადა, ხეობის მოსახლეობის თხოვნა ხელისუფლებამ გაითვალისწინა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. მან ასევე დააანონსა ხეობაში კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა.

უხუცესებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხეობაში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების საკითხს.

დღესვე, პანკისის ხეობაში ეთნიკური ქისტების დასახლებიდან 200 წლის აღსანიშნავად დოღში შეჯიბრება გაიმართება.