შეხვედრა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან

პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება.

ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე, სოფელ დუისში საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჰესების დაგვიანებული მშენებლობის შედეგად, საქართველო უფრო მეტად ხდება დამოკიდებული გარე წყაროებზე.