შეხვედრა ოზურგეთში

ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ოზურგეთში სერი ანასეულის, ექადიას ოლქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კობა ზაქარეიშვილთან ერთად შეხვდა. მათი თქმით, ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.

ზაქარეიშვილმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც მხარს უჭერენ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს.