შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან

მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით – შეხვედრების კონკრეტულ შინაარსსა და დეტალებზე არ საუბრობს ოპოზიცია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მიმდინარე პროცესს პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ განხილვებში პროგრესია, მაგრამ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მედიატორების მიერ შეთავაზებულ საბაზისო დოკუმენტზე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება დღის ბოლომდე მოხდება. ახსენებენ კომპრომისსაც, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა განმუხტოს, თუმცა რა იქნება ის ნიშნული, რაც ორივე მხარისათვის მისაღებია, ამ წუთისათვის უცნობია.

მოამბე