შეხვედრა ოპოზიციასთან - ევროპარლამენტარების შეფასება

საქართველოს სჭირდება სამართლიანი საარჩევნო სისტემა – ასეთია ევროპარლამენტარების შეფასება ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ევროპარლამენტის დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერები შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა იყო.

ევროპარლამენტარები პოლიტიკური კრიზისის შესაჩერებლად ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ისინი ევროპულ ფასეულობებზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მმართველი პარტია მოლაპარაკებების პროცესში ღია და პასუხისმგებლიანი უნდა იყოს. შეხვედრით კმაყოფილია ოპოზიცია, ლიდერები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდეს ხელისუფლების მიმართ მათ შეთავაზებაზე და იმ საპროტესტო აქციებზე, რომელსაც მომავალშიც გეგმავენ.