შეხვედრა ოპოზიციასთან

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაგდონალდი გუშინ, დღის ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, დასრულების შემდეგ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაგდონალდს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და გამოწვევების შესახებ. პოლიტიკოსებმა კომენტარები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ხელისუფლება გააკრიტიკა და  უმოქმედობაში დაადანაშაულა.