ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება Hope-მა კამპანიის – „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გამართა. ღონისძიების მიზანია, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა, ასევე არსებულ პრობლემებზე მსჯელობა. ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან რვა შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. სწორედ ამიტომ ითქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება.