შეხვედრა ონის სალოტბარო სკოლაში

18:30, 16.04.2023

თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. კულტურის მინისტრი ონის სალოტბარო სკოლასა და გიგა ჯაფარიძის სახელმწიფო თეატრს ესტუმრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ფოლკლორის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სალოტბარო სკოლას მოინახულებს, შეხვდება პედაგოგებსა და მასწავლებლებს და მათ საჭიროებებს გაეცნობა. ვიზიტის დასასრულს, თეა წულუკიანმა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ძველი შენობა, მასში დაცული ექსპონატები და სამუზეუმო ფონდებიც დაათვალიერა, რის შემდეგაც, რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრა.

მსგავსი