შეხვედრა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში

ბელგიაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური. ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაური მონსში, მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში იმყოფებოდა, სადაც მას დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი მოუწყვეს. საზეიმო ცერემონიალის შემდეგ გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს და ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ერიკ ვენდტს შეხვდა.