შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან

12:03, 09.01.2026

ნატო-ს გენერალურ მდივანს, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარკ რუტეს ირაკლი ბერაიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა. მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ხაზი გაესვა რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს როლის მნიშვნელობას. საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი