შეხვედრა „ნამახვანჰესის“ საკითხზე  

მწვავე პროტესტის და რიონის ხეობაში გამწვავებული ვითარების ფონზე დიალოგი დაიწყო.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. შეხვედრის პერსპექტივა ჯერ კიდევ საპატრიარქოს გუშინდელი მოწოდების შემდეგ გაჩნდა. პრემიერის დავალებით საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხვდებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ორი გუბერნატორი. შეხვედრა ამ წუთებში ქუთაისში, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. მოლაპარაკებაზე აქტივისტები რამდენიმე პირობით მივიდნენ. მათი მოთხოვნაა, რომ უნდა გაიხსნას სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა, რომელიც პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი. კიდევ ერთი პირობაა, რომ შეხვედრაზე ვიდეო გადაღების საშუალება უნდა მიეცეთ.