შეხვედრა მწერალთან 

წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოზარდებს მწერალი გურამ ოდიშარია შეხვდა. ის დევნილ ბავშვებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე ესაუბრა.  შეხვედრის ფარგლებში, მწერალმა გაიხსენა აფხაზეთიც, ღონისძიების დასასრულს კი ახალგაზრდებს საჩუქრად საავტორო წიგნი „სალამია“ გადასცა. შეხვედრა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.