კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავარი თემა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. ასევე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები, რომლებიც მობილურ და ფიქსირებულ კავშირთანაა დაკავშირებული. შედგა შეთანხმება მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.