შეხვედრა მთავრობის თანხმობის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდსა და სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი უკვე გახდა. მმართველი პარტია ქვეყნის პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში პირდპაირ ადანაშაულებს და მომხდარზე რეაგირებასაც აანონსებს, თუმცა, რა ფორმით, ჯერ უცნობია. „ქართული ოცნება“ მკაფიოდ აცხადებს იმასაც, რომ პრეზიდენტი ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებთ, საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგია.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეფერხებაში ოპოზიცია სწორედ მმართველ გუნდს სდებს ბრალს და სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილებას უწონებს. ამ დრომდე უცნობია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია. ბოლო ინფორმაციით, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა, ირკვევა მხოლოდ ის, რომ ზურაბიშვილი ხვალ ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება.