მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა. საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთთან ურთიერთობას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაფართოების და არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.