შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

მოლოდინი და მთავარი გზავნილები.

ანგელა მერკელისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს. უკვე შედგა პირისპირ აუდიენცია გერმანიის კანცლერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაკეთდება ის განცხადებები, რომელსაც მსოფლიო მედია და განსაკუთრებით ქართული მხარე ელოდება.