შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

როგორ განვითარდება მოვლენები პანკისში. გარკვეული ინფორმაცია სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გაირკვევა.

მინისტრმა დააანონსა, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პანკისელებმა ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის მეტი კომუნიკაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ხეობის მცხოვრებლებმა მათი რეკომენდაციების გათვალისწინების პირობა მიიღეს.

პანკისელები სახელმწიფო მინისტრთან სასაუბროდ საპატრიარქოდან მივიდნენ, სადაც ისინი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.