შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სვანეთში 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედასთან, დოდო აფრასიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დოდო აფრასიძე, აფრასიძეების საქმის ადვოკატი ირმა ჭკადუა და საქმის პროკურორები ესწრებიან, რომელიც ადმინისტრაციაში მოგვიანებით მივიდნენ.

შეხვედრა დოდო აფრასიძის მოთხოვნით, მისი შვილისა და მეუღლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იმართება. მან დღეს საქმის უშედეგო გამოძიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე წერილი შეიტანა.

დოდო აფრასიძის სურვილია, მამუკა ბახტაძემ პირად კონტროლზე აიყვანოს აფრასიძეების საქმე, ვინაიდან მისი თქმით, დამნაშავეების გამოვლენა 15 წლის შემდეგაც ვერ მოხდა.

აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გუშინ განაცხადა, რომ დოდო აფრასიძე შიმშილობის დაწყებას აპირებს.