შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

16 დეკემბრის ცერემონიის მოსამზადებლად ამ წუთებში სპეციალური კომისია მსჯელობს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ესწრება, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს.

შეკრებაზე მივიდა კახეთის გუბერნატორიც. თავად არჩეულ პრეზიდენტს კი სამუშაო შეხვედრაზე ლაშა ჟვანია წარმოადგენს.

თბილისი, თელავი და წინანდალი, – ამ ეტაპზე ღონისძიებისთვის სამი ლოკაცია განიხილება.