შეხვედრა მთავარ პროკურატურაში

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეზე, ხანდაზმულობის ვადის გაგძელების შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართა მთავარ პროკურატურაში.

საქმის გამომძიებელსა და პროკურორს ცოტნე გამსახურდიას ინტერესების დამცველი შეხვდა.

საუბარი დაზარალებული მხარის მოსაზრებებს შეეხო.

გამსახურდიების ოჯახს ასევე საშუალება ექნება, გამოძიების პროცესში მათი ნდობით აღჭურვილი სპეციალისტები ჩართოს.