შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფისა და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით. ანგარიშში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები ოთხი მიმართულებით: პლასტმასით ზღვის დაბინძურების ხარისხის დიაგნოსტიკა; მდინარეებიდან პლასტმასის ნარჩენების ამოღების ტექნოლოგიების შეფასება; პლასტიკთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება; შავი ზღვის მიკროპლასტიკით დაბინძურების ხარისხის შეფასება.