შეხვედრა მშენებლობის ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან

15:29, 09.04.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო ქართული კომპანიების მხარდასაჭერად განიხილავს.  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ბიზნესთან მუდმივი კონსულტაცია, რათა პროექტების განხორციელებისას – მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც სახელმწიფოს ინტერესები, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემო.   ასევე, ყურადღება დაეთმო სხვადასხვა პროექტის განხორციელების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ სახელმწიფო პროექტების განხორციელებისას შესაბამისი სტანდარტები, ხარისხი და ვადები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კომპრომისები არ იქნება.

მსგავსი