შეხვედრა მოსახლეობასთან

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პანკისის ხეობის მოსახლეობას ხვდება.

პანკისის ხეობის უხუცესებთან, ქალთა საბჭოსა და პანკისელ პედაგოგებთან დღეს სოფლად სიღარიბის დაძლევისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია იმართება. პროექტი ითვალისწინებს სოფლებში სხვადასხვა ინიციატივის დაფინანსებას, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების სპეციალური ცენტრის შექმნას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა ევროპული ქვეყნების სოფლების გამოცდილების გაზიარება და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაც.