შეხვედრა მოსახლეობასთან

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს რუსთავში, ქალაქის თეატრში გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის სტაბილურობასა და ამ კუთხით პრეზიდენტის როლზე, ასევე რუსთავში არსებულ უმუშევრობაზე და ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრას „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის პარალელურად გაიმართა აქცია. ისინი შეხვედრაზე დასწრებას და ზურაბიშვილის განცხადებებს აპროტესტებდნენ.