შეხვედრა მოსახლეობასთან
ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის კუთხით დაგეგმილი სიახლეები, მათ შორის ახალი პროგრამები წარუდგინეს. ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის მიერ დევნილი მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.