შეხვედრა მოსახლეობასთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. სოფელ მატანის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობის სოფელ დუისში შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ისაუბრეს, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მოწყობა, საჯარო სკოლის მშენებლობის დროული დაწყება და მდინარე ალაზნის ნაპირგამაგრებითი სამუშაოების აუცილებლობა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ დასმული საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დასამუშავებლად და კონკრეტული პროექტების მოსამზადებლად, შესაბამის უწყებებს გადაეცემა.