შეხვედრა მოსახლეობასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ჯვარსა და ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მრავალბინიან კორპუსებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.