შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ქალაქის მოსახლეობასთან გადელიამ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი შომახია წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მსვლელობისას მერობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტკიცე პოზიციით აგრძელებს სვლას, რადგან ზუსტად იცის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და სჯერა დამაჯერებელი გამარჯვების.