შეხვედრა მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპის მერობის კანდიდატთან, ვახტანგ მაისურაძესთან ერთად კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილებს ის გეგმები გააცნო, რომლის განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აპირებს. თავის მხრივ, ადგილობრივებმა სოფლის საჭიროებებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ხოჯევანიშვილის თქმით, ადგილობრივების აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დატოვე კომენტარი