შეხვედრა მოსახლეობასთან

მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა. მოისმინეს არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ზაზა ლომინაძემ და იოსებ ხახალეიშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.