შეხვედრა მოსახლეობასთან 

პარტია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა.

მოქალაქეებს მან საარჩევნო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც პარტია „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის შესრულებაზე. უგულავას თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო გარდამტეხი ცვლილებებია.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.