შეხვედრა მოსახლეობასთან

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ასპინძისა და ბორჯომის მოსახლეობას სამცხეში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი წარუდგინა. შეხვედრისას დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჩილინგარაშვილმა მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამა წარუდგინეს. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა თითოეულ ადამიანს მეტ კეთილდღეობას მოუტანს.