შეხვედრა მოსახლეობასთან

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანია დაიწყეს.

პირველი შეხვედრა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა გაზის სპეციალისტებთან, სემეკ-ის თავმჯდომარესთან და ენერგო ომბუდსმენთან ერთად ჩუღურეთის რაიონში ჩიტაიას ქუჩაზე გაიმართეს და მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში „ცეოს“  დაგროვების საფრთხეებზე ესაუბრნენ. სტატისტიკით, ჩუღურეთის რაიონი ერთ-ერთია, სადაც ყველაზე ხშირია კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების ხელმეორედ ჩახსნის ფაქტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პარალელურად უსაფრთხოების კამპანიას თბილისის საჯარო სკოლებშიც დაიწყებენ, სადაც უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ.