შეხვედრა რუსთავისა და ვაზიანის მოსახლეობასთან

რუსთავსა და ვაზიანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

რუსლან აბაშიძე მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე გამოიკვეთა ბინების დაკანონებასთან და ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები. რუსლან აბაშიძემ სოფელ ვაზიანში დათვალიერა მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივი პროექტია. ასევე, ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკა მოინახულეს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული.