შეხვედრა მოსახლეობასთან

ქვემო ქართლის რწმუნებული, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის წევრები ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ისინი მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ, ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს.

საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ჯანდაცვის სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.