შეხვედრა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში

ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან კონსულტაციებს თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე უძღვებოდა. უკვე ხვალიდან მმართველი პარტია მოქმედების ახალ რეჟიმზე გადასვლას აანონსებს და მოქალაქეებთან შეხვედრებს გეგმავს.

შეკრებას დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატიც ესწრებოდნენ.