შეხვედრა მიუნხენში

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის როლზე.

ხაზი გაესვა პოლონეთ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი წარიმართა საქართველოს სამთავრობო პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებასა და საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელშესახებ შედეგზე.

ხაზი გაესვა დიასპორის განსაკუთრებულ როლს საქართველოს იმიჯისა და ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში.