შეხვედრა „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის საკითხზე

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის დარგში, რომეო მიქაუტაძე და კომპანია “ჯორჯიან გლობალ უტილიტის” აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე,  ადგილობრივებს ხვდებიან.

შეხვედრაზე, მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობის გაგრძელების საკითხს განიხილავენ. ადგილობრივების ნაწილის მოთხოვნა უცვლელია – შეჩერდეს პროექტი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით  კი,  აღნიშნული ჰესი მდინარის დინებაზეა აგებული და არ ითვალისწინებს წყალსაცავების მოწყობასა და წყლის დაგუბებას.