შეხვედრა მეშახტეებთან

დეკემბერში გახდება ცნობილი, განახლდება თუ არა მინდელის სახელობის დახურულ შახტში ქვანახშირის მოპოვება.

საწარმოოს სამუშაოების აღდგენა იმ დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელსაც უცხოელი სპეციალისტები მოამზადებენ. მათ ადგილზე მონიტორინგი უკვე ჩატარებული აქვთ.

არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ტყიბულის მოსახლეობას შემოსავლის ალტერნატიური წყაროც გაუჩნდეთ.

ქალაქში, სადაც უბედური შემთხვევების გამო მადნეულის მომპოვებული ორივე შახტი დახურულია, დღეს პრემიერი ჩავიდა.