შეხვედრა მერიაში

21:31, 16.03.2018

თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ საკუთარი პოზიციების დაცვა დიდი ალბათობით სასამართლოში მოუწევთ.

კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად, დედაქალაქის მთავრობა ვადაზე ადრე გაწყვეტილი ხელშეკრულების გამო კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. სამართლებრივ დავამდე კი მხარეებს შორის გადაბარების პროცესი იწყება. პარალელურად „სითი პარკის“ წარმომადგენლები მერიიდან მიღებულ იმ 500-გვერდიან დოკუმენტს ეცნობიან, სადაც კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის მიზეზებია დასახელებული. კომპანია არცერთ პრეტენზიას არ იღებს.

მსგავსი