შეხვედრა მერიაში ატენის ქუჩის პრობლემაზე

თბილისში, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით აქციები გრძელდება.

ამხანაგობა “ატენი 19”-ის წევრებმა, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების მიღებას ელოდებიან, ადვოკატ გიორგი გაბუნიას ოფისთან დღეს აქცია გამართეს. გაბუნია, რომელიც კორპუსის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინტერესებს იცავს, აქციის მონაწილეებმა სასამართლოსა და მერიაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. გაბუნიამ კი ეს ქმედება ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეაფასა.

ადვოკატი ატენის ქუჩაზე მიმდინარე სადავო მშენებლობის საკითხებზე ამ წუთებში, დედაქალაქის მერიაში თბილისის ვიცე მერს, ირაკლი ხმალაძეს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.