შეხვედრა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროს წარმომადგენლებთან

15:35, 18.06.2025

სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეღვინეობისა და მესაქონლეობის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებისა და ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

მსგავსი