შეხვედრა მედიკოსებთან
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებასა და სამუშაო პროცესს გაეცნო. საუბარი გაიმართა მედიკოსებთან. ექიმებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი, გიორგი ჟღენტი წარუდგინეს, რომელმაც დაგეგმილ სიახლეებსა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ხედვებზე ისაუბრა.