სადგურის მოედანზე ხანძრით დაზარალებულებს თბილისის მერია დაეხმარება
თბილისის მერია გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება. ამის შესახებ ქალაქის მერმა „ფეისბუქ“ ლაივში ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საკითხს დეტალურად შეისწავლის, გაეცნობა დაზარალებულების საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში ყველას დაეხმარება. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე განთავსებული 100-მდე სავაჭრო ობიექტიდან განადგურდა დაახლოებით 20 მაღაზია.