პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში 

22:07, 03.11.2026

გამორჩეული თარიღი საქართველოს ეკლესიისთვის. ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი განსაკუთრებულად აღნიშნეს. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამტრედიაში ჩავიდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საზეიმო თარიღს დაემთხვა ამ ტაძრის კურთხევის 15 წლისთავიც. დღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტაძრის ეზოში სამტრედიის სალოტბარო სკოლის ფუნქციონირების დაწყება. ცერემონიას შიო მესამეც ესწრებოდა. სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც ფოლკლორის ცენტრის 48 სკოლას შორის ერთ-ერთია, მოსწავლეებს ქართულ მრავალხმიან სიმღერასა და გალობას ასწავლიან.

მსგავსი