შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

2026 წელს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი, ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი ახლოვდება. ამ ისტორიული მოვლენისთვის მზადების მიზნით, დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საინიციატივო ჯგუფმა სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ისტორიის, ეთნოლოგიის,  რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის გზებზე. მოძრაობის ფარგლებში შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები გაგრძელდება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.