შეხვედრა მცხეთაში მცხოვრებ დევნილებთან

ხელისუფლების წარმომადგენლები მცხეთაში დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის საკითხები მოისმინეს, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას ყველზე მეტად აწუხებს. ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მიზნობრივი პროგრამების შესახებ.  პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა დევნილთა დასახლებაში ახალი სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს, ფრეზეთში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნება. წეროვანში სანიაღვრე არხების მოწყობა დაიწყო. მიმდინარეობს არჩილ ტატუნაშვილის მემორიალისა და სკვერის მოწყობის საპროექტო სამუშაოები წილკნის დევნილთა დასახლებაში. ხორციელდება არაერთი პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს. ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით უკვე 9 სოფლის საჭიროებებს გაეცნენ.