შეხვედრა მარნეულის მოსახლეობასთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

წითელსოფლის, წერეთლის, თამარისისა და ყიზილაჯლოს მცხოვრებლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილზე არსებული საჭიროებები გააცნეს. შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრების მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მარნეულში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი მონაწილეობით ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.