შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისის ორგანიზებით მარნეულის მერობის კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კანდიდატებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგინეს თავიანთ ხედვები, გენდერული თანასწორობის საბჭოს და მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის, სოფლის კრებების ორგანიზების და ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდების შესახებ.

კანდიდატებმა ასევე წარადგინეს თავიანთი ხედვა ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების საჭიროებების შესახებ.

კანდიდატებს დაეთმოთ დრო, მიმოეხილათ მუნიციპალური სოციალური პროგრამის გამოწვევები და წარმოედგინათ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხედვები.